in

ხვიჩას ჩაქუჩივით ურტყამდნენ: იტალიელი ჟურნალისტები მსაჯის ზედმეტ წაყრუებაზე წერენ

განახლებულ სერია ა-ში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ სტუმრად „ინტერთან“ 0:1 წააგო. მილანელებმა თამაში ჩაკეტეს და ხისტადაც თამაშობდნენ, რათა სტუმართა ტექნიკური შემტევები შეეჩერებინათ. ერთ-ერთი მთავარი თავსატეხი სწორედ ხვიჩა იყო, ამიტომაც „ინტერის“ ფეხბურთელები არ ერიდებოდნენ ქართველის წინააღმდეგ აშკარა უხეშობას. ეს ფაქტი არ გამოპარვიათ არც იტალიელ ჟურნალისტებს და შეფასებებში სწორედ მსაჯის გადამეტებულ ლოიალობაზე დაწერეს.

უმბერტო კარიელო (Canale 21):

„კვარაცხელიას წინააღმდეგ შკრინიარი-დარმიანი-ბარელას ტრიო მოქმედებდა. ხვიჩას თამაშის საშუალება არ მისცეს. შკრინიარი მას ფეხებში ჩაქუჩივით ურტყამდა. ზედიზედ ორჯერ ეუხეშა, მაგრამ ერთი ყვითელი ბარათიც არ მიუღია. „ინტერის“ ფეხბურთელმა ერთ ეპიზოდში ქართველს უკნიდან ჩაარტყა, რისთვისაც წითელ ბარათსაც იმსახურებდა, მაგრამ არბიტრმა იგი დაინდო.
მერე იყო შკრინიარის მორიგი უხეშობა თითქმის საჯარიმო მოედნის ხაზზე და ამჯერადაც არ დააჯარიმეს. „ინტერის“ მცველებს ზედიზედ ორი უხეშობა ისე აპატიეს, ერთი ბარათიც კი არ უჩვენებიათ“.

„კვარაცხელიას, რომელსაც ხშირად ფეხებში ძლიერად ურტყამდნენ, დარმიანისა და შკრინიარის წინააღმდეგ თამაში გაუჭირდა. ზოგიერთ ეპიზოდში არბიტრის მიმტევებლობა გადაჭარბებული ჩანდა“, – ეს გამოცემა ilmattino-ს შეფასებაა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: თორნიკემ და ვირტუსმა სტუმრად ბარსელონა დაამარცხეს

რუსეთს 2018 წლის მუნდიალზე თამაშები ნაყიდი ჰქონდა: მოვა დრო და ყველაფერს ღიად იტყვიან