in

ხვიჩას შეეძლო, მაგრამ სხვამ შეძლო: ნაპოლიმ აუტსაიდერს ძლივს მოუგო

„ნაპოლი“ ჩემპიონატის მე-20 ტურში აუტსაიდერ „სალერნიტანას“ შეხვდა და რის ვაი-ვაგლახით მოუგო – 2:1. ეს გამარჯვების გოლი რაჰმანმა 90+6 წუთზე გაიტანა და ასე აარიდა მორიგი სირცხვილი ჩემპიონ გუნდს.

მატჩის გმირი კი თავისუფლად შეიძლებოდა კვარაცხელია გამხდარიყო. რაჰმანის გოლამდე ცოტა ხნით ადრე (წამატებულ მესამე წუთზე), ჩვენიანმა მოახერხა საჯარიმოში შეძვრომა, მეკარესთან ახლო მანძილზეც დარჩა და მარჯვენათი დაარტყმა, მაგრამ ოჩოამ მოიგერია და ისე ჩანდა, რომ „ნაპოლიმ“ გამარჯვება ხელიდან გაუშვა…

ხვიჩამ მეორე ტაიმი კარგად ითამაშა და ამ ეპიზოდამდეც ჰქონდა მომენტები. 72-ე წუთზე საჯარიმოში შესულმა დაარტყა და ისევ მეკარემ იყოჩაღა, 82-ე წუთზე კი დაახლოებით იდენტური ადგილიდან ისევ სცადა, მაგრამ მცველმა აისხლიტა და ბურთი კუთხურზე გადავარდა. ბოლოს კი ის ყველაზე კარგი შანსი მიეცა…

ცუდი ისაა, რომ ხვიჩამ 90+10 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, რის გამოც მომდევნო ტურის პრინციპულ შეხვედრას გამოტოვებს, 28 იანვარს რომში, „ლაციოსთან“.

კვარაცხელიას შეფასებებია: Flashscore.com – 7.4; Whoscored.com – 7.5; Sofascore.com – 7.3.

„ნაპოლიმ“ კი მოიგო, მაგრამ ისევ მძიმე და უფანტაზიო გუნდის შთაბეჭდილება დატოვა, ეს რთული გამარჯვება ბოლო ადგილოსანთან ვერაფრით ჩაითვლება აქტივში. გუნდს უჭირს თამაში, დალაგება, ურთიერთგაგება… მოკლედ, პრობლემები ხელის გულზეა, შველა რაშია, ეგაა საქმე.

ნაპოლი – სალერნიტანა 2:1
გოლები: 0:1 კანდრევა (29), 1:1 პოლიტანო (49, პენ), 2:1 რაჰმანი (90+6)

„ნაპოლიმ“ 31 ქულა დააგროვა, ევროზონის მე-6 ადგილამდე კი აინაცვლა, მაგრამ კონკურენტებს ჯერ სათამაშო აქვთ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველო პროფესიონალებთან ბავშვითაა: ევროპის ჩემპიონმა მოგვიგო, ველოდებით ბოლო მატჩს – ვიდეო

კასტრში ვერ შევუტიეთ და წავაგეთ, მაგრამ გადამწყვეტი და გასვლაზე თამაში თბილისშია