„ნაპოლიმ“ სერია ა-ს მე-12 ტურში „ემპოლის“ უმასპინძლა და უეჭველი მოგებას გეგმავდა. შესაძლოა ამის გამოც იყო, რომ რუდი გარსიამ ხვიჩა კვარაცხელია ძირითადაში არ დააყენა და მერე, როცა დაინახა და მიხვდა, რომ საქმე რაღაც ვერ მიდიოდა სათანადოდ, მეორე ტაიმში, 54-ე წუთზე შეუშვა. მწვრთნელმა თამაშამდე აღნიშნა, რომ კვარაცხელიას და ზელინსკის დასვენების საშუალება მისცა.
ძალიან მაგარ წვიმაში, ხვიჩა მეორე ტაიმში შევიდა და ეს დაეტყო კიდეც თამაშს. მეტოქის კართან რამდენიმე მომენტი შეიქმნა. ჯერ ლინდსტრიომს დაუგორა საჯარიმოს ხაზთან, მაგრამ დღეს ბრწყინვალე იყო „ემპოლის“ მეკარე ბერიშა. მერე ხვიჩას თავად შეეძლო გატანა. 79-ე წუთზე საჯარიმოში ბურთი ცოტა მოულოდნელად მიუვიდა, მცველი ედგა, ბურთი მარცხენა ფეხზე გადაიტანა და ახლო კუთხეში დაარტყა. ისევ მეკარე.
გადამწყვეტი მომენტი ალბათ 89-ე წუთი იყო. ხვიჩა კართან ახლოს იყო, ისევ მარცხენა ფეხზე „მოაჯდა“ ბურთი და შორეულ დაუცველ კუთხეში დაარტყა, მაგრამ ბერიშამ ფეხით მოახერხა მოგერიება და კვარაცხელია ხომ გააბრაზა, სავარაუდოდ მატჩის ბედიც გადაწყვიტა. წამოვიდა მერე „ემპოლი“ და კოვალენკომ საუცხოო ბურთი ჩაჭედა.
კვარაცხელიას შეფასებები: Flashscore.com – 6.5; Whoscored.com – 6.4; Sofascore.com – 7.0.
12 ტურის შემდეგ „ნაპოლის“ 21 ქულა დარჩა, „მილანს“ (23) ვერ გადაასწრო, მე-4 ადგილზე დარჩა და 25 ნოემბერს მის გვერდით მყოფ „ატალანტას“ ეთამაშება სტუმრად.
GIPHY App Key not set. Please check settings