ხვიჩა კვარაცხელია ბოლო პერიოდში ისევ მაგრად ათამაშდა, გოლებიც ხომ გააქვს, თამაშითაც გუნდს ლიდერობს და აშკარად გამორჩეულია.
ჰოდა, ამის შემყურე კლუბის პრეზიდენტმა ფასიც შესაბამისი დაადო ქართველ ფეხბურთელს.
ესპანური Marca წერს, რომ „ნაპოლის“ პრეზიდენტი ქართველი თავდამსხმელის, სატრანსფერო ფასზე ჩამოყალიბდა. ნეაპოლური კლუბი კვარაცხელიას 150 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევა.
იტალიური გაზეთი La Repubblica წერს, რომ ზაფხულში “ნაპოლისთვის” ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის განახლების საკითხი საკვანძო იქნება:
“ჰორიზონტზე “რეალი” და “ბარსელონა” არიან. ის ორივე კლუბს მოსწონს, მაგრამ კვარაცხელიას განვითარებისთვის “ნაპოლიში” დარჩენა ურჩევნია”.
სანამ ზაფხული და ტრანსფერები მოვა, მანამდე „ნაპოლის“ ჩემპიონთა ლიგაზე აქვს სათამაშო „ბარსელონასთან“ საპასუხო შეხვედრა.
„ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი გუნდს სოლიდურ პრემიას დაჰპირდა – 10 მილიონ ევროს.
დე ლაურენტისს ძალიან უნდა „ნაპოლი“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მოხვდეს და იქ ფული იშოვოს, ამიტომ „ბარსას“ ეტაპის გავლა მნიშვნელოვანია.
თუ „ნაპოლი“ 1/4-ფინალში გავიდა, უეფასგან 10.6 მილიონს მიიღებს, ხოლო მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მონაწილეობისათვის გაცილებით მეტს.
“ნაპოლისა” და “ბარსელონას” პირველი მატჩი 1:1 დასრულდა, განმეორებითი 12 მარტს გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings