in

ხვიჩას სადებიუტო გოლი საფრანგეთში თვის გოლად აღიარეს

ხვიჩა კვარაცხელიამ ვარსკვლავურ პსჟ-ში მოკლე პერიოდშ უკვე მოახერხა თავისი სიტყვის თქმა. რაც დრო გადის ქართველი ფეხბურთელი სულ უკეთ თამაშობს და აღიარებაც მოიპოვა.

ხვიჩა საფრანგეთში დააფასეს და მისი გოლი თვის საუკეთესო გოლად დაასახელეს. საუბარია თებერვალში „მონაკოსთან“ გატანილ ბურთზე (4:1).

21-ე ტურის შეხვედრაში ხვიჩამ ბარკოლას პასი საჯარიმოში მიიღო, ცრუ მოძრაობით მცველი ადგილზე მოსვა და მარცხენათი ნახევრად წაქცეულმა შეაგდო.

აღვნიშნოთ, რომ ეს ხვიჩას სადებიუტო გოლი იყო პსჟ-ში.

ასეთია ლიგა 1-ის ოფიციალური საიტის ვერსია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სანდროს კარგი მატჩი: 17 წუთი და 13 ქულა

შემდეგი გაჩერება პრემიერლიგა: მიქაუტაძით ინგლისური გუნდი დაინტერესდა