ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტი არჩილ ბერიძე ამბობს, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ უკვე მოაწერა „ნაპოლისთან“ კონტრაქტს ხელი, თუმცა დეტალები ჯერ არ ხმაურდება.
„კონტრაქტი უკვე ხელმოწერილია. ამასწინ „ნაპოლის“ წარმომადგენლები ბათუმში იყვნენ ჩამოსული. ოფიციალური ინფორმაცია ამის შესახებ ჯერ არ გაჟღერებულა, ყველაფერი – ტრანსფერის ვადები და დეტალები – ხვიჩას ნეაპოლში ჩასვლის შემდეგ გახდება ცნობილი“, – უთხრა ბერიძემ რუსულ „სპორტ-ექსპრესს“.
ბათუმელთა პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის და კვარაცხელიას აგენტი (მამუკა ჯუღელი) მალე იტალიაში გაემგზავრებიან, რათა გადაწყვიტონ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ხვიჩას მონაწილეობის საკითხი.
„თუნდაც პირველ მატჩში. ეს ჩემი დიდი ოცნებაა. ჩვენ რამდენიმე დღეში ნეაპოლში მივდივართ და იქ გადაწყდება ყველაფერი. იმედი მაქვს მოვილაპარაკებთ, რადგან ფეხბურთელს შეუძლია ევროთასებზე საკვალიფიკაციო შეხვედრები ერთ კლუბში ითამაშოს, ჯგუფური ეტაპი კი უკვე სხვა კლუბში“, – ამბობს არჩილ ბერიძე.
GIPHY App Key not set. Please check settings