in

ხვიჩას ნაპოლიმ მარადონას ნაპოლის რეკორდი გაიმეორა

„ნაპოლიმ“ მიმდინარე სეზონში 15 მატჩიდან 13 მოიგო და 2 ფრედ დაამთავრა.

წუხელ ლუჩანო სპალეტიმ „რომას“ აჯობა სტუმრად სერია ა-ს მე-11 ტურში.

ბოლოს ნეაპოლელებმა ქულები 31 აგვისტოს დაკარგეს – მაშინ სტუმრად „ფიორენტინასთან“ 0:0 ითამაშეს. მას შემდეგ „ნაპოლის“ ყველა ტურნირზე 11 გამარჯვება აქვს საერთო ანგარიშით 33:10.

ეს გამარჯვებები მოდის შემდეგ გუნდებზე: “ლაციო”, “ლივერპული”, “სპეცია”, “რეინჯერსი”, “მილანი”, “ტორინო”, “აიაქსი”, “კრემონეზე”, “აიაქსი”, “ბოლონია”, “რომა”.

ნეაპოლელებმა საკლუბო რეკორდი გაიმეორეს ზედიზედ მოგებული მატჩების მხრივ. ის 1986 წელს დამყარდა, როდესაც გუნდში დიეგო მარადონა თამაშობდა. მაშინ „ნაპოლიმ“ 11-ჯერ აპრილიდან სექტემბრამდე მოიგო.

მომდევნო თამაში „ნაპოლის“ ჩემპიონთა ლიგაზე აქვს 26 ოქტომბერს „რეინჯერსთან“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მანჩესტერი კრიშტიანოს უფასოდ უშვებს, მსურველი კი არავინაა: იმედი მსოფლიო ჩემპიონატია

მოურინიომ კვარაცხელია გალიაში მოაქცია, მაგრამ ნაპოლიმ მაინც მოიგო