in

ხვიჩას მსგავსი იტალიაში არ არის… რას ამბობენ ლეგენდები კვარაზე: ცოტა მაღალი რომ იყოს…

ხვიჩა კვარაცხელიას ბოლო 7 მატჩია (ნაკრების ჩათვლით) შედეგიანი მოქმედება არ აქვს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვეულად ვერ თამაშობს. მეტიც, „მილანთან“ ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი ¼ ფინალური შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.

ამაზე კომენტარი გააკეთა ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ, რომელმაც ქართველზე „იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ მატჩის შემდეგ ისაუბრა:
„კვარაცხელიას ჩავარდნა აქვს? რა სისულელეა. კვარა მაგარია. „ნაპოლიმ“ უკვე მოიგო სკუდეტო“.

კვარაცხელიაზე ისაუბრა კიდევ ერთმა ლეგენდამ, ფრანჩესკო ტოტიმ, რომელმაც ჩვენიანი „მილანელ“ რაფაელ ლეაოს შეადარა:
„ლეაო ფიზიკურად უფრო ძლიერი და სწრაფია, კვარაცხელია კი მოწინააღმდეგესთან ერთი-ერთზე უფრო ტექნიკურია.
ეს არის ის უნიკალური თვისება, რომელიც ხვიჩას გააჩნია. სერია ა-ში ასეთი მოთამაშე რთულად საპოვნელია“.

დავუბრუნდეთ „იუვენტუსთან“ ბოლო შეხვედრას:
პირველ ტაიმში ფედერიკო გატიმ ხვიჩა კვარაცხელიას თავში ხელი უხეშად დაარტყა. ამაზე რეაგირება არც მსაჯს და არც VAR-ს.
მატჩის შემდგომ „იუვენტუსის“ ყოფილმა მცველმა ანდრეა ბარძალიმ ფედერიკოს დაცვა სცადა:
„დარტყმის მიზეზი? არ ვიცი, ალბათ, ბალანსის არქონა… გატის მისთვის სახეში დარტყმა არ ნდომებია. კვარაცხელია უფრო მაღალი რომ იყოს, ტანში მოხვდებოდა“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბათუმელები დომინირებენ: პირველი წრე შეჯამდა და საუკეთესოები გამოვლინდნენ

საკუთარი თავის რწმენა დავკარგე, ყველაზე მაგარი მეგონა ჩემი თავი და უცებ აღმოვაჩინე, რომ ასე არ არის… მერაბ დვალიშვილის გულახდილი ინტერვიუ კარიერის დასაწყისში გადატანილ სირთულეებზე