in

ხვიჩას ლიგაზე შედეგების გაუმჯობესება სურს, ადაპტაციას კი დრო სჭირდება

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ ეტაპს პსჟ იოლად გაუმკლავდა, თუმცა წინ ჯერ განმეორებითი მატჩია – “ბრესტს” ოთხშაბათს, 19 თებერვალს, 23:59 საათზე უმასპინძლებენ (3:0 აქვთ მოგებული).

პარიზული კლუბი ბოლო თვეების განმავლობაში ევროპაში ყველაზე თანმიმდევრულია. მათი ინტერესი წაუგებელი სერიის გაგრძელებაა. წინ “ბარსელონასთან” ან “ლივერპულთან” უფრო დიდი გამოწვევაა.

პსჟმა ბოლოს “ბრესტთან” 1985 წელს წააგო. 31 შეხვედრდაა, დედაქალაქელები იგებენ. საფრანგეთში უფრო მეტი “მონაკოს” “მონპელიესთან” გაუკეთებია – 34 მატჩში გამარჯვება 1995-2018 წლებში. ლუის ენრიკეს გუნდს შეუძლია, ამ სეზონზში “ბრესტს” მეოთხედ აჯობოს, ასეთი რამ კი მათ “მონაკოსთანაც”
(2017-18) მოუხერხებიათ. პარიზულ კლუბს ახლა ყველაფერი გამოსდის.

ენრიკეს გუნდს საქმე სამივე ტურნირზე კარგად აქვს და როტაციას არ უშინდება. შაბათისგან განსხვავებით, სასტაროში მეკარე დონარუმა, მარკინიოსი, ნუნუ მენდეში, ვიტინია და ჟოაო ნევეში უნდა დაბრუნდნენ.

რაც შეეხება შეტევას. პირველ შეხვედრაში სასტარტოში ხვიჩა კვარაცხელია არ ყოფილა. მოსალოდნელია, ახლა ქართველმა დაიწყოს და ბარკოლა, რომელიც მაშინ გააფრთხილეს, სათადარიგოთა შორის ვიხილოთ. ხვიჩას ჩემპიონთა ლიგაზე “ნაპოლისთან” ერთად მოპოვებული როგორც პირადი, ასევე გუნდური შედეგების გაუმჯობესება სურს!..

„ეკიპი“ წერს, რომ პსჟ-ში მისვლიდან ერთი თვის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია გუნდში თავის ადგილს ჯერ კიდევ ეძებს და განსაკუთრებით მოედანზე პარტნიორებთან მისი ურთიერთმოქმედება ძალიან სუსტია.

გამოცემა აღნიშნავს, რომ საფრანგეთის ჩემპიონის რიგებში ჩატარებულ 6 მატჩში ქართველმა საგოლე პასი გააკეთა, ლამაზი გოლი გაიტანა, საინტერესო უნარები წარმოაჩინა, მაგალითად, ბურთის ფლობა, მსუბუქად გადაადგილება, აზრიანი გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ „ტულუზასთან“ შეხვედრაში გამოჩნდა რა არ ჰყოფნის უპირველეს ყოვლისა ახალ თავგადასავალში, რაც საბოლოო დასკვნების გამოსატანად ნაადრევია:

„ბოლო დაპირისპირებაში თამაში ცრუ ცხრიანის პოზიციაზე დაიწყო, პასის მიღების მუდმივ მოლოდინში იყო. პირველ ტაიმში ბურთს მეტოქის საჯარიმოში სამჯერ შეეხო, მეორეში კი მხოლოდ ერთხელ. მოედნის ბოლო ორ მესამედზე წარმატებული გადაცემების დაბალი პროცენტი (60) ჰქონდა. თითქოს ახალ თანაგუნდელებს არ იცნობდა. ადაპტაციას ლოგიკურად დრო სჭირდება, მით უმეტეს „ნაპოლის“ ყოფილი ფეხბურთელი კარგად ორგანიზებულ და პროგრესირებად გუნდში მივიდა, სადაც ასეთ გარემოებაში საკუთარი ადგილის პოვნა ძნელია. ბოლო 15 წუთში მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მარცხენა ფლანგზე გადაიყვანა, სადაც უკეთ გამოიყურებოდა. ის მოედნის ცენტრში ნაკლებად დომინირებადი იყო, ვიდრე ფრთაზე“.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნახეთ ვინ დაინიშნა სომხეთის მწვრთნელად: კაცი, რომელმაც მიქაუტაძეს შანსი არ მისცა

გულიაშვილს უდინეზე იწვევს