in

ხვიჩას კიდევ ერთი ტიტული: პსჟ-მ ევროპის სუპერთასი მოიგო

ხვიჩა კვარაცხელიამ და პსჟ-მ კიდევ ერთი ტიტული მოიგეს – ევროპის სუპერთასი.

ჩემპიონთა ლიგის მომგები პარიზული გუნდი ევროპა ლიგის გამარჯვებულ „ტოტემჰემს“ შეხვდა და უნდა წაეგო, მაგრამ თამაში ბოლოს მოატრიალა და საბოლოოდ პენალტების სერიაში გაიმარჯვა – ძირითადი დრო 2:2, პენალტებში 4:3.

ხვიჩა ძირითად შემადგენლობაში იყო და თავის გამოჩენა ორჯერ შეეძლო: მე-8 წუთზე კარში დარტყმა სცადა, მაგრამ მცველებმა შეუშალეს, 35-ე წუთზე მისი პასით დემბელეს შეეძლო გაატანა.

კვარაცხელია მე-60 წუთზე შეცვალეს.

შეფასებები: Whoscored – 6.1; Sofascore- 6.4; Flashscore – 6.4

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მონაწილეობის გამო წინასასეზონო შეკრება გვიან დაიწყო და სპარინგი არ ჩაუტარებია.

პსჟ გახდა პირველი ფრანგული კლუბი, რომელმაც ევროპის სუპერთასი მოიგო, “ტოტენჰემი” კი აღნიშნული ტურნირის ფინალში მესამედ დამარცხდა.

უეფა-ს სუპერთასი
პსჟ – ტოტენჰემი 2:2, პენ 4:3
ოლები: 0:1 ვან დე ვენი (39), 0:2 რომერო (48. პოროს პასით), 1:2 კან-ინ ლი (85. ვიტინიას პასით), 2:2 რამოში (90+4. დემბელეს პასით)
პენალტების სერია: 0:1 სოლანკე, 0:1 ვიტინია (ააცილა), 0:2 ბენტანკური, 1:2 რამუში, 1:2 ვან დე ვენი (მეკარე), 2:2 დემბელე, 2:2 ტელი (ააცილა), 3:2 კან-ინ ლი, 3:3 პორო, 4:3 მენდეში

პსჟ: შევალიე, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში – ზაირ-ემერი (68. კან-ინ ლი), ვიტინია, დუე (77. რამოში), ბარკოლა (67. მბაიე), კვარაცხელია (60. ფაბიან რუისი), დემბელე

მომდევნო მატჩს პსჟ 17 აგვისტოს ჩაატარებს – ლიგა 1-ის პირველ ტურში გასვლაზე „ნანტს“ შეხვდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლა ლიგის ფავორიტი ბარსელონაა

გვინდა, რაც შეიძლება მეტი თამაში მოვიგოთ