პსჟ-მ ფეხბურთელები დაითხოვა და 9-დღიან შვებულებაში გაუშვა. დაბრუნება 30 დეკემბერსაა დაგეგმილი, რადგან პარიზულ გრანდს მალევე უწევს თამაშები და თან უამრავი, შესაბამიდად მომზადებაც საჭიროა.
იანვარში პსჟ-ს კალენდარი მართლაც რომ შთამბეჭდავად გადატვირთულია და დააკვირდით, მატჩების ჩატარება 2 და 3-დღიან ინტერვალშიც კი უწევს.
4 იანვარი. ლიგა 1. პსჟ – პარიზი
8 იანვარი. საფრანგეთის სუპერთასი. პსჟ – მარსელი (ქუვეითი)
13 იანვარი. საფრანგეთის თასი. პსჟ – პარიზი
17 იანვარი. ლიგა 1. პსჟ – ლილი
21 იანვარი. ჩემპიონთა ლიგა. სპორტინგი – პსჟ
23 იანვარი. ლიგა 1. ოსერი – პსჟ
29 იანვარი. ჩემპიონთა ლიგა. პსჟ – ნიუკასლი
16 ტურის შემდეგ 37 ქულით საფრანგეთის ჩემპიონატის ლიდერი „ლანსია“, პსჟ მას 1 ქულით ჩამორჩება.



GIPHY App Key not set. Please check settings