ლიგა 1-ში ქართველების, მეგობრების დერბი გაიმართა: ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენმა“ ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენს“ უმასპინძლა და 1:6 დამარცხდა.
27-ე ტურის შეხვედრაში ორივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო. დავითაშვილი 62 წუთზე გავიდა და იქვე გაყვა კვარაცხელიაც – 63 წუთზე.
მანამდე კი თავი ორივემ გამოიჩინა.
მასპინძლებმა პირველ ტაიმი კარგად ითამაშეს და უკვე მე-9 წუთზე გახსნეს ანგარიში. მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში კარგად შეიჭრა დავითაშვილი და პარტნიორს ზუსტად დაასვა თავზე.
ზურიკო პირველ ტაიმში შესანიშნავად გამოიყურებოდა და რამდენჯერმე სცადა ვითარების გამწვავება.
მეორე ნახევარი სრულად პარიზელების იყო. გუნდი კი წინ ხვიჩამ გაიყვანა.
50-ე წუთზე მეტოქეს მოედნის ცენტრთან ბურთი ჩაუჭრა, დრიბლინგით საჯარიმოში შევიდა, მოხდენილად მოსვა მცველი და მარცხენა ფეხით ახლო დაბალ კუთხეში
ზუსტად დაარტყა. მშვენიერი გოლი გამოვიდა.
დავითაშვილმა მიმდინარე სეზონში 7 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო კვარაცხელიას ანგარიშზე 2 გოლი და 2 პასია.
შეფასებები
კვარა: Flashscore – 8.3; Sofascore – 7.5; Whoscored – 7.7.
ზურიკო: Flashscore – 7.1; Sofascore – 6.9; Whoscored – 6.6.

სენტ-ეტიენი – პსჟ 1:6
გოლები: 1:0 სტასენი (9), 1:1 რამუში (43, პენ), 1:2 კვარაცხელია (50), 1:3 დუე (53), 1:4 ნევეში (32), 1:5 დუე (66), 1:6 მბაიე (90)
პსჟ 71 ქულით ლიდერია, მომდევნო მატჩს 1-ელ აპრილს ჩაატარებს, ოღონდ თასზე, ნახევარფინალში ლილში „დიუნკერკს“ შეხვდება. ჩემპიონატში კი ოფიციალურად 1 ქულა სჭირდება ჩემპიონობის გასაფორმებლად.
„სენტ-ეტიენს“ 1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული, 20 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა და 6 აპრილს „ლილს“ ესტუმრება.
GIPHY App Key not set. Please check settings