ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში „ბრესტი“ სტუმრად 3:0 დაამარცხა და მერვედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა კი არა, ფაქტობრივად გავიდა.
ხვიცა სათადარიგოთა სკამზე დარჩა და მოედანზე 67-ე წუთზე შევიდა, როცა საქმე მომთავრებული იყო.
კვარამ პირველივე მოქმედებისას ყვითელი ბარათი აჰკიდა მეტოქეს, მერე საგოლე მომენტიც ჰქონდა, კართან ახლოს აღმოჩნდა, მაგრამ ზედმეტი მოინდომა და მცველმა ააცალა ბურთი.
ერთ ეპიზოდში კარგად დაეხმარა დაცვას, როცა ფლანგური პასის დაბლოკვა სცადა და იმდენი მოახერხა, რომ ბურთმა ადრესატამდე არ მიაღწია.
შეფასებები: Flashscore – 6.6; Sofascore – 6.6; Whoscored – 6.1.

ბრესტი – პარი სენ-ჟერმენი 0:3
გოლები: 0:1 ვიტინია (21-პენ), 0:2 უ. დემბელე (45. ჰაკიმის პასით), 0:3 უ. დემბელე (66)
პსჟ (4-3-3): დონარუმა – ჰაკიმი, პაჩო, მარკინიოსი, მენდეში – ფაბიან რუისი, ვიტინია, ნევეში – დუე (67. კვარაცხელია), ბარკოლა (75. ლი), უ. დემბელე (83. რამუში)
განმეორებითი შეხვედრა 20 თებერვალს „პარკ დე პრენსზე“ გაიმართება. იქამდე პსჟ 16 თებერვალს, ლიგა 1-ის ოცდამეორე ტურში გასვლაზე „ტულუზას“ დაუპირისპირდება.
GIPHY App Key not set. Please check settings