in

ხვიჩას გარდამტეხი გოლი და საგოლე პასი: ნაპოლიმ გასვლაზე მოიგო – კვარა საუკეთესოა

ხვიჩა კვარაცხელიამ მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა, მისმა „ნაპოლიმ“ კი სტუმრად „კალიარი“ დაამარცხა – 4:0.

კვარაცხელიას ანგარიშზე გოლი და საგოლე პასია. ჩვენიანი 73-ე წუთზე შეცვალეს.

ხვიჩამ მეორე გოლი გაიტანა და ამით შეიძლება ითქვას გარდატეხა შეიტანა, რადგან მანამდე „კალიარი“ სულაც არ ჩამორჩებოდა მეტოქეს და „ნაპოლისთვის“ რთული თამაში იყო.

კვარას პასი ლუკაკუმ შეაყოლა, ჩვენიანი დრიბლინგით კარისკენ დაიძრა, მეურვე მიჰყვებოდა, დარტყმის ბევრი შანსი არ იყო და ხვიჩამაც უმაღლესი კლასის დემონსტრირებით, გარეშე ტერფით და წვეტით ოსტატურად ჩასვა კარში.

სულ ცოტა დრო იყო გასული, როდესაც მეტოქის საჯარიმოში ჩაჭრა ბურთი და უფრო ცენტრისკენ მიაწოდა ლუკაკუს (აქ უნდა ითქვას როგორ მაგრად გაატარა პოლიტანომ ბურთი) და ბელგიელმაც კუთხეში ზუსტად გაუშვა.

ამის მერე კვარა შეცვალეს.

მატჩის პირველსავე წუთზე კი ხვიჩას ძალიან უხეშად ჩაარტყეს და მანაც კარგა ხანს ვერ მოახერხა წამოდგომა, ექიმების ჩარევაც დასჭირდა. თუ გავიხსენებთ ალბანეთთან ბოლო მატჩს და მის ტრავმიანობას, შემაშფოთებელი დასაწყისი იყო, მაგრამ…

Flashscore-მა და Sofascore-მა კვარას 8.6 დაუწერეს, რაც ორივე გუნდში საუკეთესო შედეგია.

კალიარი – ნაპოლი 0:4
დი ლორენცო, 18. კვარაცხელია, 66. ლუკაკუ, 70. ბონჯორნო, 90+3.

„ნაპოლიმ“ პირველი წაგების მერე ზედიზედ 3 თამაში მოიგო და 9 ქულით პირველ ადგილზე გადავიდა „ინტერის“ თამაშამდე.
ნეაპოლელებს მომდევნო მატჩი 21 სექტემბერს აქვთ და თან როგორი – სტუმრად, 8-ქულიან და კონტეს ყოფილ გუნდ „იუვენტუსთან“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩაკვე კარგადაა: მუხლი არა, ზურგის სპაზმი

მამარდას სეივები რაღას უშველის: ვალენსიამ წააგო და გიორგის დაბალი ქულები დაუწერეს