in

ხვიჩას გამო… პსჟ-მა ამ კაცზე უარი თქვა და კვარა არჩია

Legit.ng 1920*1080 - 1

პსჟ-ს მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეს, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე “ატალანტას” გარემარბის, ადემოლა ლუკმენის დამატების შანსი ჰქონდა, თუმცა ესპანელმა სპეციალისტმა არჩევანი ხვიჩა კვარაცხელიაზე შეაჩერა, ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Liverpool Echo ავრცელებს.

წყაროს ცნობით, 2 თვის წინ დედაქალაქურ კლუბთან მოლაპარაკებას ლუკმანის აგენტი აწარმოებდა, თუმცა პირადად ლუის ენრიკეს ჩარევით, პარიზელებმა “ნაპოლისთან” “კვარას” თაობაზე შეთავაზება გააკეთეს.

შეგახსენებთ, ლუკმენი “ატალანტას” მთავარ მწვრთნელ ჯან პიერო გასპერინისთან კონფლიქტის გამო, დიდი ალბათობით, “ბერგამოელებს” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დატოვებს. ადემოლამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე გამართულ 30 მატჩში თავი 17 გატანილი
გოლითა და 7 საგოლე პასით გამოიჩინა.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლივერპულში ძალიან მოსწონთ… ხარებაშვილი

გოგას 1 ქულა და სანდროს 5 ქულა ორ წუთში