in

ხვიჩას ახალი ვარიანტი – მანჩესტერი: გუნდი 500 მილიონს ჩამოვა და ნეაპოლელებს განიხილავს

სანამ ოფიციალური წერტილი არ დაესმება, ალბათ ბოლო წუთამდე არ დასრულდება ხვიჩა კვარაცხელიას მომავალ გუნდზე სპეკულაციები. დასრულდება კი არა, ახლა ხურდება. აგერ ახალი ვარიანტი – „მანჩესტერი“.

ინგლისური გრანდი არაგრანდული შედეგებით აპირებს, რომ ზაფხულში ტრანსფერებზე 500 მილიონი ფუნტი არ დაინანოს. ასეთ დროს სასურველ მოთამაშეთა სია ყოველთვის დიდია ხოლმე და ამ სიაში „ნაპოლის“ მთლად სამი კაცი მოხვდა – ვიქტორ ოსიმენი, კიმ მინ-ჯე და ხვიჩა კვარაცხელია.

მოგეხსენებათ, „მანჩესტერს“ დიდი ალბათობით ახალი მფლობელი ეყოლება. გლეიზერების კლუბის გამოსყიდვა შეიხებს უნდათ და მერე დაატრიალებენ ალიაქოთს სატრანსფერო ბაზარზე. „მანჩესტერის“ შეძენის პრეტენდენტია კატარის ისლამური ბანკის ხელმძღვანელი იასიმ ალ ტანი, ასევე „ინეოსის“ მფლობელი ჯიმ რეტკლაიფი.

რა სჭირდება „იუნაიტედს“? როგორც ურჩევენ, ხუთი მოთამაშე ოთხ პოზიციაზე.
პირველ რიგში, გუნდს თავდამსხმელი სურს და აქ სამი კანდიდატია: ჰარი კეინი, დუშან ვლაჰოვიჩი და ვიქტორ ოსიმენი.
ნახევარმცველებში განიხილავენ სამ კაცს: ფრენკი დე იონგი, ადრიენ რაბიო ან ალექსის მაკალისტერი.
პრობლემურია ცენტრალური მცველების პოზიციაც და არჩევანი უნდა გაკეთდეს რონალდ არაუხოსა და კიმს შორის.
აი მეოთხე პოზიცია კი მარცხენა შემტევია, სადაც კვარაცხელიასთან ერთად კინგსლი კომანზე ფიქრობენ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო, ფოტო: საშინელი ტრაგედია სალვადორში – ჭყლეტის დროს 12 ადამიანი დაიღუპა, 500 დაშავდა

ნაპოლი ყველას უგებს და რეკორდს ამყარებს: ხვიჩა ძირითადში დაბრუნდა და კარგი იყო