in

ხვიჩას არანაირი არსენალი არ სჭირდება

“ნაპოლის“ ყოფილი ფეხბურთელმა იგორ შალიმოვმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ აზრი გამოთვა.

„ყურადღებას გავამახვილებდი არა მარტო ხვიჩას გოლებზე, არა როგორ იტანს, არამედ პასით თამაშზე, გადაცემის ხარისხზე. მოედანს კარგად ხედავს, დროულად აწვდის პასს. „რუბინში“ ბოლოს, ჩემი აზრით, ცოტას აყოვნებდა, ცდილობდა ყველაფერი თავად გაეკეთებინა, ამიტომ გამოცნობა შეიძლებოდა რას იზამდა და ამას კი კრიზისისკენ მიყავდა. იტალიაში ბურთს არ იჭერს ზედმეტად, ყველაფერი დროულად – მოკლე პასი, დრიბლინგი. ყველაფერი რიგზეა.

ინგლისზე საუბარი იმას შეუძლია, ვინც ნეაპოლის სიტუაცია არ იცის. მე ვთამაშობდი „ნაპოლიში“ – ეს რაღაც განსაკუთრებული ატმოსფერო და გულშემატკივრების არანორმალური ყურადღებაა. არანაირი ლონდონის „არსენალი“ არ სჭირდება. რითი ჯობია „არსენალი“ „ნაპოლის“? საფეხბურთო კუთხით არაფრით, მარტო შეიძლება ფინანსებით“, – ამბობს შალიმოვი.

იგორ შალიმოვი ცნობილი ფეხბურთელია, ის იტალიაში სერია ა-ში იმ წელს დაწინაურებულ „ფოჯაში“ წავიდა, შემდეგ კი „ინტერში“, „უდინეზეში“, „ბოლონიაში“ და ბოლოს ერთი სეზონი (1998.99) „ნაპოლიშიც“ უთამაშია (19 მატჩი, 2 გოლი).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფოტო: ჰოლანდმა GQ-სთვის თმები მოუშვა

მარკ ბარტრამ დაბადების დღე… ბათუმში გადაიხადა