in

ხვიჩასთვის ოთხი გრანდი იბრძვის

ევროპული საფეხბურთო სეზონი დასასრულს უახლოვდება. მართალია გადამწყვეტი მატჩების დრო დგება, მაგრამ ეს ფეხბურთელების საქმეა, კლუბების ხელმძღვანელები კი წინ იყურებიან და ახალი სეზონისთვის კონტურებს ხაზავენ. ბევრი კლუბის კონტურებში თუ არა, სურვილებში მაინც იქნება ხვიჩა კვარაცხელია, მაგრამ ახალგაზრდა ქართველს ბევრი ვერც შესწვდება. ამიტომ აქ საუბარი მხოლოდ გრანდებზე თუ იქნება. მთელი სეზონის განმავლობაში ახსენებდნენ ამა თუ იმ დიდ კლუბს და ეს ხმები ალბათ დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გამწვავდება.

Goal კი წერს, რომ იტალიის მომავალი ჩემპიონის ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებით ოთხი გრანდია დაინტერესებული.

ესენია: „რეალი“, „ბაიერნი“, „ჩელსი“ და პსჟ. ყველაზე მეტად მადრიდული კლუბი აქტიურობს, ხვიჩას ოცნების გუნდიც ხომ ისაა.

კვარაცხელიას კონტრაქტი ნეაპოლურ კლუბთან 2027 წლის ივნისამდეა. მისი სატრანსფერო ფასი დაახლოებით 85 მილიონი ევროა.

ამ სეზონში ყველა ტურნირზე ხვიჩამ „ნაპოლიში“ 37 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 14 საგოლე პასი გააკეთა. ის სულ მალე იტალიის ჩემპიონი გახდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდა ვალენსიას ისტორიაში ჩაეწერა: რა რეკორდი დაამყარა გიორგიმ

რონალდომ მესის აჯობა და მსოფლიოს ყველაზე ფულიანი სპორტსმენია