სატრანსფერო ფანჯარა ისეთი დროა, დიდი მოთხოვნილების მქონე ფეხბურთელებზე ბევრჭორ-მართალს გაიგებ. ამას ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც შევეჩვიეთ, თუმცა ახლა საქმე გაცილებით სერიოზულადაა.
მოგეხსენებათ, ახალი ხელშეკრულების ირგვლივ მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაშია. ამ საქმეში ერთ-ერთი მთავარი გამოსასყიდი თანხაა. ჩვენი ინფორმაციით, ხვიჩას აგენტი მამუკა ჯუღელი სერიოზულადაა დაინტერესებული, მომდევნო გუნდს კვარაცხელიას შეძენა 80-85 მილიონ ევროდ შეეძლოს და შესაბამისი მთხოვნელებიც არ აკლია. რაც შეეხება “ნაპოლის”, მათ ტრანსფერიდან მინიმუმ 100 მილიონის მიღება სურთ. საკმაოდ დიდი შანსია, სატრანსფერო გარიგება ახლავე შედგეს.
დე ლაურენტისს ოსიმენთან დაკავშირებით ცუდი გამოცდილება აქვს, რამაც იქნებ
ქართველი შემტევისთვის კარგად იმოქმედოს.
–
იტალიური მედიის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიამ მუხლის ტრავმა ბოლომდე ვერ მოირჩინა, თან გადატვირთვის გამო კუნთის დაღლილობა აქვს და ამიტომ არ იქნება „ფიორენტინასთან“ მატჩის განაცხადში. ჟურნალისტი და ტელეწამყვანი პაოლო ესპოზიტო ვარაუდობს, რომ „კვარამ“ შეიძლება „ნაპოლი“ სასწრაფოდ დატოვოს და ხმამაღალი გაცვლაა მოსალოდნელი:
„ფეხბურთში შეუცვლელი მხოლოდ დიეგო მარადონა იყო. წერტილი! ნეაპოლური გუნდის შესანიშნავ მწვრთნელს ანტონიო კონტეს შეუძლია სწორი გადაწყვეტილება მიიღოს და „კვარას“ ადგილზე ლეონარდო სპინაცოლა დააყენოს, რომელსაც მარცხენა ფლანგზე კარგად თამაში ძალუძს. კვარაცხელია ცოტა დასვენებას და სიმშვიდეს საჭიროებს, რაც ფიზიკური პრობლემების მოსაგვარებლად აუცილებელი და სასარგებლოა.
არ არის გამორიცხული, ხვიჩას ტრავმა „დიპლომატიური“ სვლა იყოს, რათა უკვე იანვარში 100 მილიონ ევროდ პსჟ-ს ან პრემიერლიგის რომელიმე მდიდარ კლუბს მიყიდონ, მაგალითად, „ლივერპულს“ – მოხდეს გარკვეული გაცვლა ფედერიკო კიეზაში. ჩემი წყაროებით კონტე ამ ვარიანტს განიხილავს. რა თქმა უნდა, კიეზა შეტევის არაპროგნოზირებადობას უზრუნველყოფს, რადგან სისწრაფის ხარჯზე კონტრიერიშებისას სახიფათოა და გოლების გატანა ეხერხება“.
–
იტალიელმა ჟურნალისტმა და წარსულში “ნაპოლის” მედია მენეჯერმა მასიმო სპარნიელიმ, Tifosi Napoletani-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ “პარტენოპეის” მთავარ მწვრთნელს ანტონიო კონტეს, ქართველის შემცვლელად “ლივერპულიდან” ფედერიკო კიეზას მოყვანა სურს.
“კვარაცხელიამ “ნაპოლის” ხელფასის მნიშვნელოვნად გაზრდა მოსთხოვა, თანაც გასულ ზაფხულს “პარი სენ ჟერმენისგან” სარფიანი წინადადება მიიღო, პარიზელები ხელფასის სახით დაახლოებით 10 მილიონ ევროს სთავაზობდნენ. კონტემ მის შემცვლელად ხელმძღვანელობას “ლივერპულიდან” ფედერიკო კიეზას დამატება მოსთხოვა.
კონტე კიეზას დიდი თაყვანისმცემელია”, – განაცხადა სპარნიელიმ.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია და “ნაპოლი” ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით შეთანხმებას ჯერჯერობით ვერ აღწევენ, ქართველს “პარტენოპეისთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულში ეწურება.
sportall.ge
GIPHY App Key not set. Please check settings