in

ხვიჩამ სრულად, მიქაუტაძემ მარტო ერთი ტაიმი ითამაშა: ფრე და წაგება

ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ ბილბაოში „ატლეტიკს“ შეხვდა და უგოლო ქულას დასჯერდა – 0:0.

ქართველი შემტევი ძირითადში იყო და სრულად ითამაშა.

კვარაცხელია მეორე ტაიმში აქტიური იყო და თამაში რამდენჯერმე გაამწვავა.

ხვიჩამ მარჯვენა ფლანგიდან განივი გადაცემა გააკეთა, ბურთი მეილიუს მიუვიდა და ბასკური გუნდი მეკარემ გადაარჩინა. მერე ხვიჩამ შორიდან სცადა გატანა, მაგრამ უშედეგოდ. ერთ ეპიზოდში ბარკოლამ კარის წინ ცარიელ პოზიციაში მყოფ კვარას პასი არ მისცა.

შეფასებები: Whoscored – 6.5; Sofascore – 6.8; Flashscore – 7.2

პსჟ 13 ქულით მე-3 ადგილზეა და მომდევნო მატჩს 21 იანვარს, ლისაბონში „სპორტინგთან“ გამართავს.

გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ საკუთარ მოედანზე „კოპენჰაგენთან“ დამარცხდა – 2:3.

ქართველი თავდამსხმელი ძირითადში იყო, მაგრამ მხოლოდ პირველი ტაიმი ითამაშა და შესვენებზე შეცვალეს.
შეფასებები: sofascore – 6.5, flashscore – 6.3, whoscored – 5.9.

ვილიარეალი – კოპენჰაგენი 2:3
გოლები: 0:1 ელიუნუსი (2), 1:1 კომესანია (47), 1:2 აშური (48), 2:2 ოლუვასეი (56), 2:3 კორნელიუსი (90)

„ვილიარეალი“ 1 ქულით 35-ე ადგილზეა და ტურნირზე მომდევნო მატჩს 21 იანვარს, შინ „აიაქსთან“ ჩაატარებს. ესპანურმა გუნდმა პლეი ოფში გასვლის შანსი ფაქტობრივად დაკარგა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

არსენალია ლიგის მთავარი ფავორიტი: კომპიუტერმა შანსები გამოთვალა