in

ხვიჩამ პენალტი მოიპოვა: პსჟ ნახევარფინალში რიხით გავიდა

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ საფრანგეთის თასის მეოთხედფინალში ნაციონალ 2-ის (საფრანგეთის რანგით მეოთხე დივიზიონი) „სტად ბრიოშენს“ ესტუმრა და იოლად დაამარცხა – 7:0.

ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო და პირველი ორი საგოლე შეტევა მან წამოიწყო.

მეორე ტაიმის დასაწყისში ხვიჩამ პენალტი მოიპოვა, საჯარიმოში შეიჭრა, მცველმა წააქცია, პენალტი კი რამოშმა გაიტანა.

კვარაცხელია 62-ე წუთზე შეცვალეს.
შეფასებები: Flashscore – 7.4; Sofascore – 7.8.

სტად ბრიოშინი – პსჟ 0:7
გოლები: 0:1 ნევეში (16), 0:2 რამუში (36), 0:3 რამუში (49, პენ), 0:4 დუე (55), 0:5 რამუში (58), 0:6 მეილიუ (66), 0:7 დემბელე (85)

პსჟ საფრანგეთის თასის ნახევარფინალში გავიდა, სადაც ასევე ითამაშებენ „დიუნკერკი“, „რეიმსი“ და „კანი“.

მომდევნო მატჩს პსჟ 2 მარტს ჩაატარებს, ლიგა 1-ის 24-ე ტურში „ლილს“ უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ახალი მეფე აღმოსავლეთიდან: მადლობა კვარასთვის

გოგლიჩიძის ემპოლიმ იუვენტუსი გააგდო და ნახევარფინალში გავიდა