ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალის პირველი მატჩში „მონაკოს“ ესტუმრა და მაინც დაამარცხა – 3:2.
თამაში პარიზელებისთვის საშინლად დაიწყო. ოც წუთში ორი ბურთით აგებდნენ, მერე კი პენალტიც გააფუჭეს.
ეს პენალტი კი ხვიჩამ მოიპოვა. მარჯვენა მხარეს მყოფმა მცველს ბურთი მოპარა, საჯარიმოში შეიჭრა და იქ კი მცველმა მოცელა. შანსი ვიტინიამ გაანიავა, მეკარემ აუღო.
კვარა ძალიან კარგი იყო. ამ ეპიზოდის გარდა, სხვა მხრივაც ქმნიდა ხიფათს. ერთხელ მისი ასევე მარჯვენა ფლანგიდან შორეულ კუთხეში დარტყმული აცდა კარს, მერე ლამაზი მომენტი დადგა – საჯარიმოში დრიბლინგით შევარდა და ახლო მანძილიდან დარტყმული ბადეს გარედან მოხვდა.
მეორე ნახევარში კი, 67-ე წუთზე საგოლე შეტევა სწორედ მან წამოიწყო.
ხვიჩა 69-ე წუთზე შეცვალეს.
შეფასებები: Flashscore – 7.8; Sofascore – 7.4 (დუეს შემდეგ საუკეთესო); Whoscored – 7.2.

მონაკო – პსჟ 2:3
გოლები: 1:0 ბალოგუნი (1), 2:0 ბალოგუნი (18), 2:1 დუე (29), 2:2 ჰაკიმი (41), 2:3 დუე (67)
გამოუყენებელი პენალტი: ვიტინია (22, პსჟ)
გაძევება: გოლოვინი (46, მონაკო)
განმეორებითი მატჩი 25 თებერვალს პარიზში ჩატარდება.



GIPHY App Key not set. Please check settings