ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ ლონდონის „ტოტენჰემს“ უმასპინძლა და უხვგოლიან მატჩში მოუგო – 5:3.
ქართველი შემტევი ძირითად შემადგენლობაში იყო და 79-ე წუთზე გავიდა.
კვარაცხელიამ 53-ე წუთზე საგოლე პასი გააკეთა და ვიტინიას გაატანინა, რომელმაც ჰეთთრიქი შეასრულა.
პირველ ტაიმში ხვიჩას ერთი მომენტიც ჰქონდა.
მეორე ნახევარში კი კვარა საჯარიმოში შეიჭრა, მცველთან ბრძოლაში დაეცა, ვიტინიას დარტყმული ბურთი ხელზე რომეროს მოხვდა და პენალტი დაინიშნა.
შეფასებები: Whoscored 8.2 (ვიტინიას და კოლო მუანის შემდეგ საუკეთესო), Sofascore – 7.4, Flashscore – 7.7
პსჟ – ტოტენჰემი 5:3
გოლები: 0:1 რიშარილსონი (35), 1:1 ვიტინია (1:1), 1:2 კოლო მუანი (50), 2:2 ვიტინია (53), 3:2 ფაბიანი (59), 4:2 პაჩო (65), 4:3 კოლო მუანი (72), 5:3 ვიტინია (76, პენ)
გაძევება: ერნანდესი (90+3, პსჟ)
პსჟ-ს 12 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა.
მომდევნო მატჩს 11 დეკემბერს ბილბაოში „ატლეტიკთან“ გამართავს.



GIPHY App Key not set. Please check settings