in

ხვიჩამ პარიზული ანგარიში გახსნა: კვარას დიდებული გოლი მონაკოსთან

ხვიჩა კვარაცხელიამ სადებიუტო გოლი გაიტანა „პარი სენ-ჟერმენის“ რიგებში. პარიზულმა გუნდმა ერთ-ერთ მთავარ კონკურენტ „მონაკოს“ უმასპინძლა და 4:1 მოუგო.

ხვიჩა კვლავ ძირითადში იყო და 67-ე წუთზე შეცვალეს.

კვარაცხელია ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო. თავიდან მარცხენა მხარეს დაიწყო თამაში, პირველი ტაიმის მეორე ნაწილში მარჯვნივ გადავიდა, მეორე ტაიმში კი ცენტრიდან მოქმედებდა.

ხვიჩას პასებით თანაგუნდელებს პირველ ტაიმში უნდა გაეტანათ, მაგრამ ვერ მოახერხეს.
სამაგიეროდ თავად გაიტანა 54-ე წუთზე, თან დიდებულად. ბარკოლას პასი მიიღო საჯარიმოში ორი მცველის გარემოცვაში. მეურვე ულამაზესად მოსვა ადგილზე, რომელსაც მეკარეც მიყვა და მარჯვენა ფეხიდან მარცხენაზე გადატანილი ბურთი ნახევრადწაქცეულმა კარში გადაგზავნა.

კვარაცხელიამ 29 ოქტომბრის შემდეგ პირველად გაიტანა. მის ანგარიშზე პსჟ-ში 4 მატჩში 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

პსჟ – მონაკო 4:1
გოლები: 1:0 ვიტინია (6), 1:1 ზაკარია (17), 2:1 კვარაცხელია (54), 3:1 დემბელე (57), 4:1 დემბელე (90)

21 ტურის შემდეგ პსჟ 53 ქულით ლიდერია („მარსელთან“ (40) და „მონაკოსთან“ (37) უპირატესობა გაზარდა) და მომდევნო მატჩს 11 თებერვალს ჩაატარებს – ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასვლაზე „ბრესტს“ დაუპირისპირდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რა ღირს მესის და რონალდოს სათამაშო მაისური? პასუხი არსებობს

კვარაცხელიას ჯერ კიდევ ვაკვირდებით: რატომ ათამაშებს ლუის ენრიკე ხვიჩას ყველგან