in

ხვიჩამ იტალია უგოლოდ დაამთავრა, ნაპოლიმ უევროპოდ

„ნაპოლიმ“ სერია ა-ს ბოლო, 38-ე ტურში „ლეჩეს“ უმასპინძლა და ვერ მოუგო – 0:0. არადა, უნდა მოეგო. მასპინძლებს უპირატესობა ჰქონდათ და უამრავჯერ დაარტყეს, მაგრამ არ გამოვიდა გოლი. არ გამოუვიდა არც კვარაცხელიას, რომელმაც მატჩი სრულად ითამაშა.

ხვიჩამ კარიერის თამაში ჩაატარა და არნახულად მოინდომა-თქო, რთული სათქმელია, მაგრამ არც უგულოდ უთამაშია. საკმაოდ მონდომებული იყო და ხშირად ამწვავებდა. მეურვეებსაც გაურბოდა ხოლმე და ხიფათსაც ქმნიდა, თუმცა ჩემპიონტის ბოლო მატჩში თავის გამოჩენა ვერ მოახერხა.

50-ე წუთზე მშვენიერი შანსი ჰქონდა: მცველს ლამაზად მოშორდა და მეკარესთან ძალიან ახლოს მივიდა, მარცხენა ფეხით მაღლა დაარტყა და მეკარემ მოიგერია, შეტევა გაგრძელდა და ბურთი გამოთავისუფლებულ ხვიჩას მიუვიდა, რომელმაც ისევ მარცხენათი ცოტა უხეიროდ დაარტყა და ბურთი შორეულ კუთხეს აცდა.
ამის მერეც მოინდომა ჩვენიანმა, მაგრამ…

Flashscore-მა 7.3 დაუწერა, sofascore-მა – 7.1.

„ნაპოლიმ“ 53 ქულა მოაგროვა, მხოლოდ და მხოლოდ მე-10 ადგილი დაიკავა და მომდევნო წელს ევროთასებზე ვერ ითამაშებს, რაც დიდი ხანია არ მომხდარა.
წინა ჩემპიონმა 38 მატჩიდან 13 მოიგო, 14 ფრედ დაამთავრა და 11 წააგო – ბურთები 55:48.

ახლა მთავარია საქართველოს ნაკრების ლიდერი ეროვნულ გუნდს გამოადგეს, თორემ კლუბში ჯერ კიდევ ბევრ დასამახსოვრებელ მატჩს ჩაატარებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდას 100 მატჩი: ვალენსიამ სეზონი ქულით დაასრულა – გიორგიმ პენალტი კინაღამ აიღო

ვიდეო: შენგელიას ვირტუსმა ვენეციას მეორე ბრძოლაში მოუგო და ფინალს მიუახლოვდა