in

ხვიჩამ ვარჯიში დატოვა… კვარა საკულტო სახე იქნება

Tutto Napoli იტყობინება, რომ “ნაპოლის” მწვრთნელმა ანტონიო კონტემ “ეგნატიასთან” მოგებული ამხანაგური მატჩის მეორე დღეს ფეხბურთელები არ დაასვენა.

კონტემ ნაკრებებიდან დაბრუნებული ფეხბურთელები ჯერ ცალკე ავარჯიშა, თუმცა მთელი გუნდი ძალიან დატვირთა, ბევრი არბენინა და დაღლილი ხვიჩა კვარაცხელია მოედნიდან ექიმის თანხლებით გავიდა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ საშიში არაფერია, უბრალოდ შვებულების შემდეგ დიდი ფიზიკური დატვირთვების გამო კვარაცხელია გადაიღალა. ისე, წესით, შეხვედრის შემდეგ მწვრთნელს მოთამაშეებისთვის აღდგენის საშუალება უნდა მიეცა.

ეგნატიასთან“ „ნაპოლის“ მოგებულ ამხანაგურ მატჩს (4:0) და ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს „გაძეტა დელო სპორტი“ გამოეხმაურა:

„კვარაცხელია კონტეს ახალი „ნაპოლის“ საკულტო სახე იქნება. ქართველს თავისი ნიჭის დასამტკიცებლად 21 წუთი დასჭირდა, რაც კარგა ხანია ყველასთვის ცხადია. ის გუნდის რენესანსის სიმბოლო გახდება. ლობოტკას გაკეთებული პასი გაზონზე დაუშვებლად დაამუშავა და დიდებული გოლით შვიდი ათასი გულშემატკივარი აღაფრთოვანა. ჭეშმარიტი სილამაზეა. ახალმა მწვრთნელმა ხვიჩა პროექტის საყრდენად აირჩია და ახლა სურს, მისი ოსტატობით სრულად დატკბეს“.

sportall.ge

What do you think?

-3 Points
Upvote Downvote

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიქაუტაძემ ნომერი აირჩია… ქალაქის საპატივსაცემოდ: რა ნომერი იქნება ჟორჟი

საუდის არაბეთს მსოფლიო უნდა და ერთადერთი კანდიდატია