საქართველოს ნაკრებში ტრავმა მიღებულმა ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს მატჩი გამოტოვა „ატალანტასთან” (0:3), მაგრამ მომდენო შეხვედრისთვის მომზადებას უკვე შეუდგა. ქართველმა ინდივიდუალურად ივარჯიშა.
31-ე ტურის მატჩი “მონცასა” და “ნაპოლის” შორის 7 აპრილს გაიმართება. ასე რომ, კვარაცხელიას დრო საკმარისად აქვს.
ამასობაში ხვიჩამ მადლობა გადაუხადა ჭადრაკის დედოფალ ნონა გაფრინდაშვილს, რომელმაც ხვიჩას მშობლებს თავისი საკოლექციო ჭადრაკიდან “ქართული ცეკვა” სამახსოვროდ მეფის ფიგურა გადასცა.
ჭადრაკში მეფე მთავარი ფიგურაა და ამ საჩუქარს სწორედ ეს სიმბოლური დატვირთვა აქვს.
ლეგენდარულ მოჭადრაკეს ხვიჩა კვარაცხელიამ მადლობა გადაუხადა.
“მადლობა ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს საჩუქრისთვის.” – დაწერა კვარამ.
GIPHY App Key not set. Please check settings