in

ხვიჩამ ვარჯიში განაახლა, კარგადაა და ფინალში ველოდებით

ხვიჩა კვარაცხელიამ საფრანგეთის თასის ფინალი გამოტოვა (პსჟ-მ „რეიმსს“ 3:0 მოუგო). ჩვენიანი მოთელვაზეც იყო, მაგრამ ზედ თამაშის წინ გაიყვანეს განაცხადიდან, რადგან თავი ასტკივდა. როგორც ითქვა, მიგრენის (შაკიკი) გამო ვერ ითამაშა, ორდღენახევარი დაისვენა და ვარჯიშიც განაახლა. სამედიცინო პერსონალი ხვიჩას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განსაკუთრებულ შეშფოთებას არ გამოთქვამდა და ეს ლუის ენრიკემაც მალევე დაადასტურა.

პარიზული კლუბმა ხვიჩას ვარჯიშის ფოტოები გამოაქვეყნა.

პსჟ მიუნხენში პარასკევს გაემგზავრება.
მოგეხსენაბათ, შაბათს, დიდი მატჩია, ჩემპიონთა ლიგის ფინალი, „ინტერთან“. კვარაც იქნება…

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დიდი თურქული კლუბები ზურიკოსთვის იბრძვიან

ვიდეო: თოკომ ბოლოს რთული ბურთი ჩაგდო და ვირტუსი ნახევარფინალში გაიყვანა