ხვიჩა კვარაცხელია ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ სათამაშოდ მზად იქნება – ინფორმაციას La Gazzetta Georgia ავრცელებს.
„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი თავდამსხმელი ალიკანტეშია, სადაც საქართველოს ნაკრები შეიკრიბა და ოქტომბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო. „ჯვაროსნები“ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ გასვლით მატჩს გამართავენ – 11 ოქტომბერს ელჩეში ესპანეთთან, ხოლო 14 ოქტომბერს იზმითში თურქეთთან.
შეკრების დაწყებამდე უცნობი იყო, შეძლებდა თუ არა კვარაცხელია თამაშს, რადგან 27 სექტემბერს, „ოსერთან“ შეხვედრაში მიღებული ტრავმის გამო ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონასთან“, ხოლო საფრანგეთის ლიგა 1-ში „ლილთან“ მატჩები გამოტოვა.
ამავე დროს, „პარი სენ-ჟერმენის“ პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც კვარაცხელია 10 დღით დაისვენებდა, რაც ესპანეთთან მის თამაშს გამორიცხავდა, მაგრამ ბოლო ცნობები დამაიმედებელია და, შესაძლოა, კვარაცხელიამ მომავალ მატჩებში მონაწილეობა მიიღოს.
GIPHY App Key not set. Please check settings