პსჟ-ს ფეხბურთელები და მათ შორის ხვიჩა კვარაცხელია ხანმოკლე შვებულების შემდეგ კლუბში დაბრუნდნენ, სამედიცინო შემოწმება გაიარეს და ბაზაზე ორ ჯგუფად გაყოფილებმა ივარჯიშეს.
გუნდში ჯერ მხოლოდ ერთი ახალწვეულია, 19 წლის მეკარე რენატო მარტინი, რომელიც „რომასგან“ უფასოდ დაიმატეს. სამაგიეროდ ორმა ფეხბურთელმა შეიძლება „პარი სენ ჟერმენი“ დატოვოს.
ჟურნალისტი საშა ტავოლიერი იტყობინება, რომ „ლივერპული“ მზადაა 22 წლის გარემარბ ბრედლი ბარკოლაში 100 მილიონ ევროზე მეტი შესთავაზოს. ბარკოლა პარიზულ კლუბთან კონტრაქტით 2028 წლის ზაფხულამდეა დაკავშირებული, მისი სატრანსფერო ღირებულება კი 70 მილიონია.
Caught Offside-ს ცნობით, 24 წლის თავდამსხმელ გონსალო რამუშით „ლივერპული“, „მანჩესტერი“, „ასტონ ვილა“ და „ნიუკასლი“არიან დაინტერესებული. პორტუგალიელსაც პსჟ-სთან ხელშეკრულება 2028 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული – Transfermarkt-ის მიხედვით ფასი 40 მილიონია.
13 აგვისტოს პსჟ ევროპის სუპერთასზე უდინეში „ტოტენჰემს“ დაუპირისპირდება, 17 აგვისტოს კი ლიგა 1-ის პირველ ტურში სტუმრად „ნანტს“ შეხვდება.
sportall.ge
GIPHY App Key not set. Please check settings