in

ხვიჩამ ბოლო თვის ხელფასი არ აიღო

Il Mattino-მ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიდან“ პსჟ-ში გადასვლის ფინანსური დეტალების შესახებ დამატებითი ინფორმაცია გაავრცელა.

გამოცემის ცნობით, ნეაპოლური კლუბი 70+10 მილიონ ევროს ხუთი გადარიცხვით მიიღებს, ბონუსები და შემდგომი ტრანსფერიდან პროცენტი კი არ ეკუთვნის. დაახლოებით 10 მილიონს გაიყოფენ აგენტები მამუკა ჯუღელი, შკუმბინ კორკემეტი, კრისტიან ძაკარდო, სრჯან ჯერემიჩი, მიჩ ბაკსი და იურისტი სალვატორე ჩივალე.

კვარაცხელია „პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელი 18 იანვარს გახდა და ბოლო თვის ხელფასის აღებაზე უარი განაცხადა, რაც ყოფილი კლუბისადმი პატივისცემის ერთგვარი ჟესტი გახლდათ. რა თქმა უნდა, „ნაპოლის“ პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს
ამის გამო პროტესტი არ გამოუთქვამს, რომელმაც ფეხბურთელს პსჟ-ში გადასვლაში დიდი დაბრკოლება არ შეუქმნა.

ხვიჩას წლიური ანაზღაურება „ნაპოლიში“ 1.3 მილიონი იყო, ხოლო პსჟ-ში 9+2 მილიონია.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხუთჯვრიანი დროშა მუდმივად იფრიალებს: ხვიჩამ შეძლო ის, რაზეც ვოცნებობდით – ქინქლაძე კვარაცხელიას წარმატებებს უსურვებს

ეს ვიდეო კვარაცხელიას აჩვენეთ: ვის მიუყვანს პსჟ ხვიჩას – გელოდი ძმაო!