in

ხვიჩამ ანტირეკორდი დაამყარა და ტიერი ანრის გაუთანაბრდა

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ ცუდად დაწყებული თამაში მოატრიალა და „მონაკოს“ სტუმრად 3:2 მოუგო ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/16 ფინალში.
ქართველმა ფეხბურთელმა კარგი მატჩი ჩაატარა, მაგრამ სტატისტიკურად ცუდი შედეგი დაუფიქსირდა.

კვარამ პენალტი მოიპოვა, ერთხელ დიდებულად შეიჭრა საჯარიმოში და ბურთი ბადეს გარედან მოარტყა. ცუდი შედეგი კი იმის გამოა, რომ ხვიჩას 8 მცდელობა ჰქონდა და ყველა წარუმატებელი. ეს კი ანტირეკორდი ყოფილა. მსგავს სტატისტიკას Opta 2003 წლიდან აწარმოებს. აქამდე ერთპიროვნული „რეკორდი“ თვით ტიერი ანრის ეკუთვნოდა, რომელმაც 2004 წელს „ჩელსის” ვერ გაუტანა, 2006-ში კი მოსკოვის ცსკა-ს.

მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 30 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდაშვილი იმ შემთხვევაში ითამაშებს, თუ ალისონი დაშავდება