საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ისტორიული პერიოდი უწევს. ჩვენი 21 წლამდელები პირველად ითამაშებენ კონტინენტის პირველობაზე, თან საშინაო კედლებში, თან კარგი გუნდით და მოლოდინიც შესაბამისად დიდია.
ტურნირის დაწყებამდე საქართველო ერთ ამხანაგურ მატჩ ს გამართავს. ადრევე ითქვა კვიპროსთან სპარინგის შესახებ, თუმცა ახლა დაზუსტდა დრო და ადგილი – 15 ივნისი, „მიხეილ მესხი არენა“, 20:00 სთ.
თამაშზე დასწრება უფასოა, მაგრამ მატჩზე დასასწრებად ბილეთების აღება მაინც საჭიროა. ბილეთები სტადიონის სალაროებში იქნება, რომელიც მატჩის დღეს 16:00 საათიდან იმუშავებს. სტადიონის კარი მატჩამდე 2 საათით ადრე, 18:00 საათზე გაიხსნება.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ევრო 2023-ის ჯგუფურ ეტაპს 21 ივნისს „დინამო არენაზე“ პორტუგალიასთან მატჩით გახსნის.
U21 | მატჩების განრიგი
21 ივნისი | საქართველო – პორტუგალია | 20:00
24 ივნისი | საქართველო – ბელგია | 20:00
27 ივნისი | საქართველო – ნიდერლანდები | 20:00
უეფა-ს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. თამაშები საქართველოს სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას 8 ივლისს „ბათუმი არენა“ უმასპინძლებს.
GIPHY App Key not set. Please check settings