in

ხვალ ახალი მატჩია და მოუთმენლად ველით საქართველოს ჰიმნის კიდევ ერთხელ აჟღერებას: სანიოლი მხოლოდ დაცვაში თამაშს არ აპირებს

საქართველოს ნაკრებს ხვალ კიდევ ერთი ისტორიული მატჩი აქვს. პირველად ვითამაშებთ ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში. დღეს ტრადიციული მატჩის წინა პრესკონფერენცია გაიმართა და ჩვენი გუნდის მწვრთნელმა მომდევნო შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

ვილი სანიოლი:

„პორტუგალიასთან გამარჯვება ძალიან ემოციური იყო. ძალიან გვიხარია, რომ ისევ აქ ვართ. ენერგიის აღსადგენად ორი დღით მეტს ვისურვებდით, მაგრამ ფეხბურთელებმა ძალები აღიდგინეს და მოედანზე გასვლას მოუთმენლად ელიან.

შემოდგომაზე ესპანეთთან წაგებაზე (1:7) კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს რთული იყო, მაგრამ ზოგჯერ წინსვლისთვის ესეც საჭიროა, რადგან სირთულეების გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევ.

ესპანეთთან ბოლო სამ წელიწადში ოთხჯერ წავაგეთ. ამ გუნდს კარგად ვიცნობთ. მეტოქეს ჯერ გოლი არ გაუშვია და ტურნირზე ერთ-ერთი საუკეთესოა.
ესპანეთს ყველა პოზიციაზე ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს, გუნდურადაც ძალიან მაგარი. თუმცა ახლა სხვა ატმოსფეროა და ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს.

დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ დაცვას და დისციპლინას, მაგრამ როცა ბურთით არიან, ყველაფრის გაკეთების უფლება აქვთ ფეხბურთი არ არის მათემატიკა და არც ჭადრაკი. გრძნობებით უნდა ითამაშო, გამოცდილებით. ეს ზუსტად საქართველოს ესადაგება.

მხოლოდ დაცვაში თამაშს არ ვაპირებთ. გვინდა, რომ პორტუგალიის მსგავსად ესპანეთსაც და მთელს ევროპას ვაჩვენოთ, რომ მხოლოდ დაცვაში არ ვართ ძლიერები, არამედ ბურთთან თამაშშიც. ამ ევროპის ჩემპიონატზე ჩემთვის საქართველო უკვე გამარჯვებულია და მოუთმენლად ველით კიდევ ერთ მატჩს ამ ტურნირზე და საქართველოს ჰიმნის კიდევ ერთხელ აჟღერებას.

ხვალ ახალი მატჩია და ახალ გადაწყვეტილებებს მივიღებთ. თავდაჯერებულები ვართ, რადგან დასაკარგი არაფერი გვაქვს. ჩემი საქმის მთავარი ნაწილია, სწორი გადაწყვეტილებები მივიღო. თუ ჩემი გადაწყვეტილებები ამართლებს, ბედნიერი ვარ.

საქართველოს შესახებ არაფერი ვიცოდი. მენტალური განსხვავებების გასაგებად
გარკვეული დრო დამჭირდა. მე უფრო მშვიდი ვარ, ქართველი ფეხბურთელები უფრო ემოციურები, მაგრამ ეს კარგი ბალანსია და ჩვენი მენტალობა კარგად ეწყობა ერთმანეთს. დიდ დროს ვატარებ თბილისში და ბედნიერდ ვგრძნობ თავს“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველომ ეგვიპტეს 32 ქულით მოუგო

ჩემპიონი უსახელოდ წავიდა, გერმანიას ცოტა გაუმართლა