ევროპა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად ხესუს ნავასი დაასახელეს.
ტურნირის გამარჯვებული „სევილიას“ მცველმა 9 მატჩში 3 საგოლე პასი გააკეთა, ზოგადად პასებს 80.56%-იანი სიზუსტით აკეთებდა და საშუალოდ მატჩში 10.57 კილომეტრს დარბოდა.
უეფამ საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ლევერკუზენის „ბაიერის“ ჰავბეკი ფლორიან ვირტცი აღიარა. გერმანელის ანგარიშზე 3 გოლი და 2 საგოლე პასია 8 შეხვედრაში.
სეზონის გუნდში შევიდნენ:
მეკარე: იასინ ბუნო („სევილია“);
მცველები: ხესუს ნავასი („სევილია“), ჯონათან ტა („ბაიერი“), კრის სმოლინგი („რომა“), მარკოს აკუნია („სევილია“);
ნახევარმცველები: ნემანია მატიჩი („რომა“), ივან რაკიტიჩი („სევილია“), ლორენცო პელეგრინი („რომა“);
თავდამსხმელები: პაულო დიბალა („რომა“), ვიკტორ ბონიფასე („უნიონი“), მარკუს რაშფორდი („მანჩესტერი“).
GIPHY App Key not set. Please check settings