in

ხელჩართული ბრძოლა ბალიშებით: ეს არის ნამდვილი სპორტი – ვიდეო

ფლორიდაში ისტორიაში პირველი ბრძოლა ბალიშებით ჩატარდა Pillow Fighting Championship (PFC)-ის პრომოუშენის ფარგლებში.

16 კაცი და 8 ქალი ტურნირის მთავარი პრიზისთვის – 5 ათასი დოლარისთვის იბრძოდა. ბრძოლა რინგზე მიმდინარეობს, გამარჯვებულს მსაჯი ავლენს. PFC-ის თავკაცი სტივ უილიამსი ირწმუნება, რომ ბალიშებით ბრძოლა გართობა კი არა, ნამდვილი სპორტია.

„PFC შერეული ორთაბრძოლების ან კრივის მთელ დრამას უზრუნველჰყოფს ოღონდ სისხლის გარეშე. ეს ის არ არის, სახლში რომ ზიხართ, იცინით და ჰაერში კი ბუმბულები დაფრინავენ. აქ ყველაფერი სერიოზულადაა, აქ ძლიერი დარტყმებია სპეციალური ბალიშებით. ერთადერთი განსხვავება ჩვენს ბრძოლებსა და UFC-ს ბრძოლებს შორის ისაა, რომ აქ არავინ არ დაშავდება“.

ყველა ორთაბრძოლა ერთ დღეს გაიმართა. იყვნენ ცნობილი მონაწილეებიც. მაგალითად, UFC-ში კონორ მაკგრეგორის მოწინააღმდეგე მარკუს ბრიმეჯი და ექს-ჩემპიონი საშუალო წონაში მარკუს პერესი.

თუმცა ფული მათ არ მოუგიათ. გამარჯვებული გახდა ამერიკელი ჰოლი ტილმანი. ქალთა შორის კი ბრაზილიელმა ისტელა ნუნიესმა იმარჯვა, რომლსი აქტივშიც არის ერთი ბრძოლა UFC-ში.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნიუკასლმა ფული გამოაჩინა: რომელმა გუნდებმა დახარჯეს ყველაზე მეტი

სუარესმა მესის გაასწრო, არგენტინა საკუთარ თავს მისდევს