საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, 15 ნოემბერს, უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის პლეი-ოფის პირველ მატჩს მიხელ მესხზე, ხორვატიის წინააღმდეგ ითამაშებს. 19 ნოემბერს კი ჩვენი რიეკაში გაემგზავრება, სადაც პლეი-ოფის მეორე მატჩს ითამაშებს.
მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე, 21-წლამდე ნაკრებმა არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. ხოლო საწვრთნელის პროცესის დაწყებამდე, ხორვატიასთან მატჩის შესახებ გუნდის წევრებმა – გიზო მამაგეიშვილმა და ვასილიოს გორდესიანმა ისაუბრეს.
გიზო მამაგეიშვილი:
„ქომაგებს ვთხოვ, რომ მოვიდნენ, რადგან ჩვენთვის მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, დიდი მოტივაციაა და ძალიან გვეხმარება. კარგ ფორმაში ვართ, რაც საკვალიფიკაციო ეტაპზეც დავამტკიცეთ – 10-მატჩიანი შესარჩევი ციკლი წარმატებით დავასრულეთ. ევროპის ჩემპიონატზე აქამდეც ვითამაშეთ, მაგრამ მაშინ იქ მასპინძლის სტატუსით მოვხვდით, ახლა კი პირველად ხდება, როდესაც ჩვენივე მოპოვებული შანსით შეგვიძლია გასვლა. ვფიქრობ, ეს დამსახურებული წარმატებაა, ჩვენთვის კი დიდი მოტივაციაა, ევრო 2025-ზე პლეი ოფიდან რომ გავიდეთ“.
ვასილიოს გორდეზიანი:
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩრდილოეთ მაკედონიასთან მნიშვნელოვანი გოლი გავიტანე. იმავეს ვაპირებ ხორვატიასთანაც, რომელთანაც ორი შეხვედრა გველის. ველოდებით გულშემატკივრებს, ამ ორი თამაშის მოგებასა და ევროპის ჩემპიონატზე გასვლაში რომ დაგვეხმარონ. გუნდში ძალიან კარგი ატმოსფეროა. ყველანი 100 პროცენტით უნდა დავიხარჯოთ და წარმატებისთვის ყველაფერი გავაკეთოთ“.
მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), ლევან თანდილაშვილი (თელავი).
მცველები: ირაკლი აზაროვი (დონეცკის შახტარი, უკრაინა), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი), საბა მამაცაშვილი (სირიუსი, შვედეთი), გიორგი მაისურაძე (ჟიტომირი, უკრაინა), ლადო ოდიშვილი (თელავი), ლუკა ლაცაბიძე (ოდესის ჩერნომორეცი, უკრაინა), ირაკლი იაკობიძე (გაგრა), თორნიკე მორჩილაძე (თელავი).
ნახევარმცველები: ოთარ მამაგეიშვილი (იბერია 1999), გიზო მამაგეიშვილი (იბერია 1999), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), ირაკლი იეგოიანი (ვიტესი, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), ნოდარ ლომინაძე (დილა გორი), დაჩი ლორდქიფანიძე (კრემონეზე, იტალია), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია).
თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი (დინამო თბილისი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913), ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია).
15 ნოემბერი. საქართველო V ხორვატია. მიხეილ მესხი. 19:00 სთ
19 ნოემბერი. ხორვატია V საქართველო. რუევიცა. 22:00 სთ
GIPHY App Key not set. Please check settings