in

ხალხს აბრუნებენ: თასის ფინალზე შესაძლოა 20 ათასი კაცი შეუშვან

ინგლისის თასის ფინალი შესაძლოა მაყურებლების თანხლებით გაიმართოს.

ციფრული ტექნოლოგიების, კულტურის, მედიისა და სპორტის დეპარტამენტი (DCMS) გეგმავს ამ გაზაფხულზე დაახლოებით ათეულობით სპორტული და კულტურული ღონისძიება ჩაატაროს. მთავრობას სურს შეამოწმოს ლოკდაუნის შემდეგ დიდი რაოდენობით მაყურებლის დაბრუნების მექანიზმი.

ღონისძიებაზე დასწრების წინ და შემდეგ მაყურებელი ვალდებული იქნება კორონავირუსზე ტესტი ჩააბაროს.

ამ ეტაპზე განიხილება ინგლისის თასის ფინალის ჩატარების შესაძლებლობა 20 ათასი გულშემატკივრის დასწრებით. თამაში 15 მაისს არის ჩანიშნული.

გეგმა ოთხი ნაწილისგან შედგება და მთავრობამ განაცხადა, რომ 10 ათასამდე ადამიანი შეძლებს დაესწროს სპორტულ შეჯიბრებებს თუ საპილოტე ღონისძიებები ეფექტიანი აღმოჩნდება.

გულშემატკივრები ინგლისის თასის ფინალზე ბოლოს 2019 წელს იყვნენ,
როდესაც “სიტიმ” “უოტფორდი” დაამარცხა

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გილოცავთ… ატლეტიკოს მეკარე პირველი ღია ლესბოსელი გახდა

ვიდეო: კვარაცხელიას საიუბილეო გოლი და შეუჩერებელი კუტალია – ლეგიონერების მონაგარი