in

ხალხმა პელეზე უარი თქვა: მარაკანას სახელს აღარ შეუცვლიან

„მარაკანას“ სახელს აღარ გადაარქმევენ და პელეს სახელს აღარ უწოდებენ. მიზეზი რიო დე ჟანეიროს მოსახლეობის უკმაყოფილებაა. სწორედ მათ თქვეს ამ იდეაზე უარი.

ამ გადაწყვეტილებას ვეტო შტატის გუბერნატორმა დაადო. მანამდე რიოს საკანონმდებლო ორგანომ მხარი დაუჭირა სახელის შეცვლას, მაგრამ ადგილობრივებმა უკმაყოფილება გამოთქვეს.

კრიტიკოსთა ნაწილმა აღნიშნა, რომ პელე არასოდეს ცხოვრობდა რიო დე ჟანეიროში და არც ადგილობრივ კლუბებში გამოდიოდა. საზოგადოების კრიტიკის შემდეგ კანონმდებლები ინიციატივის მხარდაჭერას შეეშვნენ.

მარაკანას სტადიონს პელეს დაარქმევენ

„მარაკანას“ ოფიციალური სახელწოდებაა – „ჟურნალიშტა მარიუ ფილიუ“. არენას იმ ადამიანის სახელი უწოდეს, რომელიც სტადიონის მშენებლობის პროექტს ლობირებდა.

პელეს არაერთხელ უთამაშია „მარაკანაზე“. მიიჩნევა, რომ სწორედ აქ გაიტანა მან მე-1000 გოლი – 1969 წელს „სანტოსისა“ და „ვასკო და გამას“ შეხვედრაში.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვინისიუსი კვირის მოთამაშეა: მან ლივერპულს ორჯერ გაუტანა

ინგლისს და დედოფალს პრინცი მოუკვდათ: პრემიერლიგის გუნდები დამწუხრებული არიან