in

ხალხმა კი არ მოილაპარაკოს, ალგორითმა განსაზღვროს: ფიფას იდეა ფეხბურთელების ფასის დასადგენად

ფიფას თავკაცმა შეთავაზა ფეხბურთელების ფასები ალგორითმის გამოყენებით განსაზღვრონ.

ტოკიოში ფიფას იურიდიულ კონფერენციაზე გამოსვლისას ჯანი ინფანტინომ დისკუსიის დაწყებაზე ისაუბრა, რომ კლუბებს შორის ტრადიციული მოლაპარაკებების ნაცვლად გამოიყენონ ალგორითმი და ასე გაარკვიონ ფეხბურთელის საბაზრო ღირებულება.

ფიფას პრეზიდენტმა ერთ-ერთ ფაქტორად ბაზრის გამჭირვალობა მოიყვანა.
მას არ დაუზუსტებია როგორ გამოიანგარიშება მოთამაშის ღირებულება.

„ახლა, როგორც არასდროს, საჭიროა ამ და სხვა თემებზე საუბარი. უნდა განვიხილოთ ალგორითმის გამოყენების შესაძლებლობა სამართლიანი სატრანსფერო ღორებულების შესაფასებლად, რაც სისტემის გამჭირვალობას აამაღლებს და დაონტერესებულ მხარეებს დაეხმარება“, – თქვა ინფანტინომ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

10 ყველაზე კარგი მეკარე ამ წუთისთვის: ალისონიდან დონარუმამდე

ვინ არიან 1980-იანი წლების საუკეთესო მწვრთნელები