1.5 მილიონზე მეტმა ადამიანმა გააუქმა პსჟ-ს სოცქსელებში გამოწერა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ გუნდს ტოვებს ლეო მესი.
პსჟ-მ არგენტინელის წასვლის შესახებ შაბათს გამოაცხადა, „კლერმონთან“ (2:3) სეზონის ბოლო მატჩამდე.
მესის წასვლის დაანონსებამდე პსჟ-ს 70.4 მილიონი გამომწერი ჰყავდა ინსტაგრამზე. ახლა გვერდზე 68.7 მლნ ადამიანი დარჩა – 1.7 მლნ-ით ნაკლები.
ასევე რამდენიმე ათობით ათასმა ადამიანმა თქვა უარი პსჟ-ს ტვიტერზე.
GIPHY App Key not set. Please check settings