in

ჩავი კამპ ნოუს სურნელს ისევ შეიგრძნობს: ლეგენდა სახლში ბრუნდება

Forca barca! სუპერ ამბავი “ბარსელონას” გულშემატკივრებისთვის. “ალ საიდის” ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა, რომ არაბულ კლუბსა და “ბარსელონას” შორის შეთანხმება შედგა. შესაბამისად, ლეგენდარული ხავი “კამპ ნოუს” უბრუნდება და მშობლიური გუნდის მთავარი მწვრთნელი იქნება.

ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონა” “ალ საიდს” ხავის გადაბირების სანაცვლოდ 5 მილიონ ევროს გადაუხდის. “ბარსა” ინფორმაციას უახლოეს პერიოდში დაადასტურებს.

რონალდ კუმანის წასვლის შემდეგ, “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელობის კანდიდატი, სწორედ ხავი იყო, მაგრამ თავდაპირველად, ყატარულმა კლუბმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით ისინი ხავის გუნდიდან გაშვებას არ აპირებდნენ, მაგრამ საბოლოოდ აქტიურმა მოლაპარაკებებმა შედეგი გამოიღო.

ლეგენდარული ხავი კატალონიის “ბარსელონას” ღირსებას 1998-2015 წლებში იცავდა და კლუბთან ერთად რვაჯერ გახდა ლა ლიგის გამარჯვებული და ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი, ჩემპიონთა ლიგა, 4-ჯერ მოიგო.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქუთაისის აიას 14 მორაგბეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ფინალში რუსი დამარცხებულია: პაპინაშვილი გრან სლემის გამარჯვებულია