UFC-ის 32 წლის დაუმარცხებელი მებრძოლი ხაბიბ ნურმაგომედოვი კარიერის გაგრძელებას აღარ აპირებს. იგი ორგანიზაციის ხელმძღვანელებს მიმართავს, ქვემსუბუქი წონითი კატეგორიის საჩემპიონო ქამრისთვის ახალი ბრძოლა ჩანიშნონ, რადგან ეს ტიტული უკვე ვაკანტურია.
“ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთული იყო. ჩემი ცხოვრება ოქტაგონის გარეშე წარმოუდგენელია. ყოველ ბრძოლაზე მამაჩემთან ერთად გავდიოდი. მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ, დედაჩემს დავპირდი აღარასოდეს ვიბრძოლებდი და დარჩენილ ცხოვრებას მთლიანად ჩემს ოჯახს მივუძღვნიდი.
დანიშნონ ახალი ორთაბრძოლა საჩემპიონო ქამრისთვის. ქვემსუბუქ წონაში ბევრი დიდი მებრძოლია, რომლებიც ამ ტიტულს იმსახურებენ”, – ამბობს ხაბიბ ნურმაგომედოვი.
შეგახსენებთ, 29 წლის დაღესტნელმა მებრძოლმა სპორტული კარიერა ჯასტინ გეიჯთან გამარჯვების შემდეგ დაასრულა. “არწივმა” ოქტაგონზე 29 ბრძოლა ჩაატარა და ყველა მოიგო.
GIPHY App Key not set. Please check settings