UFC 2022 წლის პირველ ღონისძიებას 16 იანვარს გამართავს, თუმცა ჯერ უცნობია, სად ჩატარდება წლის პირველი ივენთი. კონტრაქტები ჯერ არ გაფორმებულა, თუმცა ყველაფერი უახლოეს დღეებში გაოფიციალურდება.
როგორც MMA JUNKIE წერს, წლის პირველი ღონისძიების მთავარი ბრძოლის მონაწილეები კელვინ კატარი და გიგა ჭიკაძე იქნებიან. კელვინს MMA-ში 22 მოგება და 5 წაგება აქვს, UFC-ში კი 6 მოგება და 3 მარცხი აქვს. ჭიკაძეს კი UFC-ში 7-დან 7 მოგება აქვს.
შეგახსენებთ, რომ გიგამ 28 აგვისტოს ლას ვეგასში ბრაზილიელ ედსონ ბარბოსას UFC-ს ღონისძიების მთავარ ბრძოლაში მოუგო.
GIPHY App Key not set. Please check settings