დიდხნიანი ლოდინის შემდეგ, ჭიათურის მერიამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მალე თემურ მაღრაძის სახელობის ცენტრალური სტადიონის რეკონსტრუქცია დაიწყება.
1964 წელს აშენებული სტადიონი უმძიმეს მდგომარეობაში იყო, თუმცა მისი რეაბილიტაცია გადაწყდა. ჭიათურაში ცენტრალურ საფეხბურთო სტადიონზე ახალ მოედანს დააგებენ და ტრიბუნების ნაწილს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
კომისიის სხდომაზე ორივე საკითხის შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება გადაწყდა. სტადიონის საპროექტო-სახარჯთაღრიცხო დოკუმენტაცია მომზადდება.
პროექტის მიხედვით სტადიონის 10 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი და ის უეფას მეორე კატეგორიის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.
ჭიათურის “მაღაროელი” საქართველოს ჩემპიონატის მესამე ლიგაში ასპარეზობს და მიმდინარე სეზონში 11 ქულით მე-5 ადგილზეა.
GIPHY App Key not set. Please check settings