ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს Youtube-არხზე საფეხბურთო აგენტმა კრისტიან ემილიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.
“მე შევთავაზე კვარაცხელია ბევრ ტოპ კლუბს… აქ არის ჭეშმარიტება, რაც რეალურად მოხდა”, – ეს გადაცემის ვიდეოს სათაურია.
“კვარაცხელია გადავიდა “ნაპოლიში” და თამაშობს ისე შესანიშნავად, როგორც ამას ბოლო წლებში რუსეთსა და საქართველოს ნაკრებში აკეთებდა.
ის უბრალოდ ბრილიანტია და ხალხი უკვე საუბრობს, რომ მისმა სატრანსფერო ღირებულებამ შესაძლოა, 100 მილიონი ევრო შეადგინოს.
ხვიჩას იანვარში გაყიდვის ნულოვანი შანსი არსებობს. ვფიქრობ, თუ ასე გააგრძელებს თამაშს, ზაფხულში ქართველი უკვე 100 მილიონი ევრო ეღირება”.
ემილი ამბობს, რომ “რუბინში” თამაშის დროს კვარაცხელიას ყიდვა ბევრ გუნდს შესთავაზა, თუმცა მათ თავი შეიკავეს:
“ახლა სიმართლეს გეტყვით… ყველა იმ კლუბის სახელი, რომელიც მედიაში ვრცელდებოდა, სიმართლე იყო და ყველა იყო ხვიჩათი დაინტერესებული… გერმანიიდან, ინგლისიდან, იტალიიდან… ეს ყველაფერი მართლაც ასე იყო…
კლუბებში ფიქრობდნენ, რომ “კვარა” არ იყო დიდი საფეხბურთო ქვეყნიდან და ის, მაგალითად, ბრაზილიიდან არ ჩამოდიოდა.
მათ ქართველი ფეხბურთელების შესახებ დიდი ინფორმაცია არ აქვთ და მხოლოდ რამდენიმე მათგანი იციან. ამიტომ ყველაფერი გაცილებით რთული იყო.
მათ არ სურდათ გადაეხადათ ისეთ ფეხბურთელში 20 მილიონი ევრო, რომლის შესახებაც ინფორმაცია არ ჰქონდათ”, – ამბობს ემილი.
sportall.ge
GIPHY App Key not set. Please check settings