in

წლის ფულიანი სპორტსმენი ისევ ნაომია

იაპონელი ჩოგბურთელი ნაომი ოსაკა ჟურნალ Forbes-ის ვერსიით 2021 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების რეიტინგს ჩაუდგა სათავეში.

გამოცემის მონაცემებით, ოსაკას შემოსავალმა 57.3 მლნ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზე ასევე ჩოგბურთელი, სერენა უილიამსი აღმოჩნდა. ამერიკელმა წელი 45.9 მილიონიანი შემოსავლით დახურა. სამეულს ასრულებს სერენას და – ვინუსი თავისი 11.3 მლნ დოლარით.

ტოპ 5-ში ასევე მოხვდნენ ამერიკელი ტანმოვარჯიშე სიმონა ბაილსი (10.1 მლნ დოლარი) და ესპანელი ჩოგბურთელი გარბინე მუგურუსა (8.8 მლნ დოლარი).

ოსაკა რეიტინგის სათავეში მაინც მოხვდა მიუხედავად იმისა, რომ 2021 წელს ორჯერ შეაჩერა კარიერა: ჯერ „როლან გაროსიდან“ მოიხსნა, მერე კი სეზონის ნაადრევად დასრულება გამოაცხადა US Open-ზე წაგების გამო.

იაპონელი ჩოგბურთელი 2019 წელს უკვე იყო ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი ამავე „ფორბსისგან“ – მაშინ ოსაკამ 37 მლნ დოლარი იშოვა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მესიმ მშობლიურ ქალაქში სახლი აიშენა: როგორია ის

თოფურიას ახალი მეტოქე გამოუჩნდა