კარლო ანჩელოტი IFFHS-ის მიხედვით წლის საუკეთესო საკლუბო მწვრთნელი გახდა.
მადრიდის “რეალის” თავკაცმა ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის რეიტინგში მის უახლოეს მდევარზე 2.5-ჯერ მეტი ქულა დააგროვა.
2024 წლის საუკეთესო მწვრთნელების ათეულში შედიან:
- კარლო ანჩელოტი (მადრიდის რეალი) – 268 ქულა.
- ჩაბი ალონსო (ბაიერ ლევერკუზენი) – 104.
- პეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტი) – 88.
- ჯან პიერო გასპერინი (ატალანტა) – 43.
- ედინ ტერზიჩი (ყოფილი ბორუსია) – 19.
- უნაი ემერი (ასტონ ვილა) – 10.
- გაბრიელ მილიტო (ყოფილი ატლეტიკო მინეირო) – 10.
- სიმონე ინძაგი (ინტერი) – 9.
- თომას ტუხელი (ყოფილი ბაიერნი) – 8.
- დიეგო სიმეონე (ატლეტიკო მადრიდი) – 6.
GIPHY App Key not set. Please check settings