ფრანგულმა France Football-მა 2024 წლის საუკეთესო ფეხბურთელობის ნომინანტები ჩამოთვალა და თან სხვადასხვა ნომინაციებში წარდგენილი კანდიდატებიც გამოაქვეყნა.
სასიხარულოა, რომ საუკეთესო მეკარის პრიზზე წარდგენილია გიორგი მამარდაშვილი.
ოქროს ბურთის 30 ნომინანტი: აღარც ლეო და აღარც რონალდო
ყოჩაღ გიო: მამარდაშვილი ოქროს ბურთის ნომინანტია
სხვა ნომინაციებში კი ასეთი ვითარებაა.
წლის საუკეთესო გუნდი: “ჟირონა”, “ლევერკუზენი”, “რეალი”, “მანჩესტერ სიტი”.
ეს პრიზი დაწესდა 2021 წელს და მისი პირველი მფლობელი გახდა „ჩელსი“. ამის შემდეგ ჯილდო ორჯერ მოიგო „სიტიმ“.
წლის საუკეთესო მწვრთნელი:
ჩაბი ალონსო (ლევერკუზენი): მოიგო ბუნდესლიგა და გერმანიის თასი;
კარლო ანჩელოტი (რეალი): მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა და უეფას სუპერთასი;
ლუის დე ლა ფუენტე (ესპანეთის ნაკრები): მოიგო ევრო 2024;
ჯანპიერო გასპერინი (ატალანტა): მოიგო ევროპის ლიგა;
ხოსეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტი): მოიგო ინგლისის ჩემპიონატი;
ლიონელ სკალონი (არგენტინის ნაკრები): მოიგო კოპა ამერიკა;
წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი (“კოპას ტროფეი”):
ლამინ იამალი, პაუ კუბარსი (ორივე – ესპანეთი / “ბარსელონა”), ალეხანდრო გარნაჩო (არგენტინა / “მანჩესტერ იუნაიტედი”), კობი მაინუ (ინგლისი / “მანჩესტერ იუნაიტედი”), არდა გიულერი (თურქეთი / “რეალი”), უორენ ზაირ-ემერი (საფრანგეთი / პსჟ), ჟოაო ნევეში (პორტუგალია / პსჟ), სავიო (ბრაზილია / “მანჩესტერ სიტი”), მატის ტელი (საფრანგეთი / “ბაიერნი”), ქარიმ კონატე (კოტ დ’ივუარი / “ზალცბურგი”)
GIPHY App Key not set. Please check settings