ლა ლიგა 2-ში „ეიბარისა“ და „გრანადას“ (1:1) მატჩის ერთ-ერთი მთავარი გმირი გიორგი წიტაიშვილი გახდა. 21-ე ტურის გასვლით შეხვედრაში ქართველი ფეხბურთელი სათადარიგოებში იყო და მოედანზე 63-ე წუთზე შევიდა. ამ დროისთვის „გრანადა“ აგებდა, თან 64-ე წუთზე კაცი გაუგდეს, მაგრამ 10 კაცით დარჩენილმა „გრანადამ“ წონასწორობა აღადგინა: წიტაიშვილის საგოლე გადაცემით 82-ე წუთზე (კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ).
შეფასებები: Flashscore – 7.4; Sofascore – 6.8.
წიტაიშვილის ანგარიშზე 1 გოლი და 3 საგოლე პასია.
„გრანადა“ 21 ტურის შემდეგ 33 ქულით მე-6 ადგილზეა.
იტალიაში, საბა გოგლიჩიძის „ემპოლი“ სტუმრად ლიდერ „ატალანტასთან“ დამარცხდა – 2:3. გოგლიჩიძე მე-80 წუთზე ტრავმის (თანაგუნდელს შეეჯახა) გამო შეცვალეს. გოგლიჩიძის შეფასებები: Flashscore – 6.7; Sofascore – 6.7; Whoscored – 6.6.
საფრანგეთის თასის 1/32 ფინალში, ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენი“ შინ ულაპარაკოდ დამარცხდა ბევრად ძლიერ „მარსელთან“ – 0:4. ზურიკო შესვენებისას შეცვალეს. შეფასება – 6.3.
საბერძნეთში, ლუკა გუგეშაშვილმა ტრადიციულად კარგად ითამაშა, მისი „პანსერაიკოსი“ კი შინ „პანეტოლიკოსს“ დაუზავდა – 0:0. ქართველმა მეკარემ 4 სეივი შეასრულა და თავის გუნდში მეორე ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო – 7.4.
კვიპროსის პირველობაზე, გიორგი ლორიას „ომონია არადიპუმ“ 2:2 ითამაშა აელ-თან. ლორია კაპიტანი იყო, 7 სეივი გააკეთა, 2-3 რთული დარტყმა მოიგერია.
GIPHY App Key not set. Please check settings